მედიის ინფორმაციით, ჰოლივუდის სცენარისტებმა სტუდიის ხელმძღვანელებთან სავარაუდო შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც ხუთთვიანი გაფიცვის დასრულება არის შესაძლებელი
მედიის ინფორმაციით, ჰოლივუდის სცენარისტები აცხადებენ, რომ მათ სტუდიის ხელმძღვანელებთან სავარაუდო შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც ხუთთვიანი გაფიცვის დასრულება არის შესაძლებელი. ამერიკის მწერალთა გილდიამ (WGA) განაცხადა, რომ ეს იყო „გამონაკლისი – მნიშვნელოვანი მიღწევებითა და მწერლების დაცვით“.
როგორც გილდიაში აღნიშნავენ, ჯერ ყველა დეტალი არ შეთანხმებულა, რის გამოც არ წყდება გაფიცვა, თუმცა დღეიდან წყვეტენ პიკეტირებას.
მედიის ცნობით, ეს არის ყველაზე გრძელვადიანი გაფიცვა, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გავლენა მოახდინა ჰოლივუდზე და შეაჩერა კინოსა და სატელევიზიო წარმოების უმეტესობა.
მედია წერს, რომ ცალკე დავაში მონაწილეობენ მსახიობები, რომლებიც ასევე გაფიცული არიან.
2 მაისს დაწყებული პროტესტი კალიფორნიის ეკონომიკას მილიარდობით დოლარი დაუჯდა. ჰოლივუდის მწერლები შიშობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამო, შესაძლოა, სამუშაოები დაკარგონ.