მედიის ინფორმაციით, გერმანიაში დააკავეს 25 პირი, რომლებსაც, მთავრობის დამხობის მიზნით, შეთქმულებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად   
მედიის ინფორმაციით, გერმანიაში დააკავეს 25 პირი, რომლებსაც, მთავრობის დამხობის მიზნით, შეთქმულებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად   

მედიის ინფორმაციით, გერმანიაში დააკავეს 25 პირი, რომლებსაც, მთავრობის დამხობის მიზნით, შეთქმულებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. ამის შესახებ ტელეკომპანია „ბიბისი“ იუწყება.

მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები და ყოფილი სამხედრო ფიგურები.

გერმანული მედიის ინფორმაციით, შეთქმულების მონაწილეები გერმანიის პარლამენტის შენობაში შეჭრასა და ხელისუფლების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ. გეგმის ნაწილი იყო 71 წლის პრინც ჰაინრიხ XIII-ის ხელისუფლებაში მოყვანა.

გერმანიის პროკურატურის ცნობით, სამართალდამცავებმა რეიდები 11 სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან ექსტრემისტული დაჯგუფების, „რაიხის მოქალაქეების“ წევრებიც. როგორც ცნობილია, ეს ჯგუფი გერმანიის მოქმედ მთავრობას არ აღიარებს.