მედიის ინფორმაციით, „გაზპრომმა“ მოლდოვისთვის გაზის მიწოდება დაიწყო
მედიის ინფორმაციით, „გაზპრომმა“ მოლდოვისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

რუსულმა ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ მოლდოვისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. მხარეები კონტრაქტის ხუთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წელს კიშინიოვი კომპანია „მოლდოვგაზის“ ვალთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ აუდიტს ჩაატარებს და როდესაც დავალიანების რაოდენობა განისაზღვრება, მოლდოვა და რუსეთი დავალიანების დაფარვის ვადებზე შეთანხმდებიან.

მოლდოვაში ენერგოკრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ქვეყანამ რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია. „გაზპრომთან“ მოლდოვის გრძელვადიანი კონტრაქტის ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა, რის შემდეგაც ის ერთი თვით გახანგრძლივდა. ენერგოკრიზისის გამო, 22 ოქტომბრიდან ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.