მედიის ინფორმაციით, გაერო-ში ბელარუსის წარმომადგენელმა ადამიანთა უფლებების საბჭოს საგანგებო დებატებზე სვეტლანა ციხანოვკასიას ვიდეოჩართვის ჩაშლა სცადა
გაერო-ში ბელარუსის წარმომადგენელმა ადამიანთა უფლებების საბჭოს საგანგებო დებატებზე ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის სვეტლანა ციხანოვკასიას ვიდეოჩართვის ჩაშლა სცადა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
დებატებზე ბელარუსის, ვენესუელას, რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა ბელარუსის მთავარი ოპოციზიური კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას, ასევე ბელარუსში ადამიანთა უფლებებზე სპეციალური მომხსენებლის ჩართვები გააპროტესტეს.
ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დებატებში იმ პირების მონაწილეობას, რომლებიც სახელმწიფოებს არ წარმოადგენენ, პროცედურის წესებს ეწინააღმდეგება. დებატებისას ევროპულმა სახელწმიფოებმა ბელარუსში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტები დაგმეს. ანაის მარენმა, რომელიც ბელარუსში ადამიანთა უფლებებზე სპეციალური მომხსენებელია, განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ძალადობრივი მეთოდებით 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მან მთავრობას ძალადობის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
თავის მხრივ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ საერთაშორისო საზოგადოებას ერთობლივი ქმდებებისკენ უბიძგა და განაცხადა, რომ ეს ადამიანთა ღირსების უნივერსალური საკითხია.
გაერო-ში ბელარუსის წარმომადგენელი, იური ამბრაზევიჩი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მასმედია და სოციალურ ქსელები ქვეყანაში არსებულ რეალობას ამახინჯებენ . აბრაზევიჩმა გაეროში გამართულ დებატებს ქვეყნის საკითხებში გარე ჩარევა უწოდა.