მედიის ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭო ახალი გენერალური მდივნის კანდიდატურაზე 8 ივნისს იმსჯელებს
გაერო-ს უშიშროების საბჭო ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივანთან დაკავშირებით რეკომენდაციის გასაცემად 8 ივნისს შეიკრიბება და სავარაუდოდ კვლავ ანტონიო გუტერიშის კანდიდატურას დააყენებს.
15 წევრისგან შემდგარი საბჭოს რეკომენდაცია 193-წევრიანი გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელიც გენერალური მდივნის კანდიდატურაზე რეზოლუციას დაამტკიცებს.
პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ანტონიო გუტერიში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2016 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. მას უფლებამოსილებას ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება.