მედიის ინფორმაციით, ფინეთის პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება
ფინეთის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.
ჟურნალისტების ცნობით, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფს ფინეთის მთავრობის მეთაურის, სანა მარინის 2024 წლის არჩევნებში წამყვან კანდიდატად წარდგენა სურს.
ფინური მედია ასევე წერს, რომ სოციალ-დემოკრატები მას ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტად განიხილავენ.
როგორც ფინური მედია იუწყება, სანა მარინის რუსეთის მიმართ ხისტი პოზიცია აქვს და ლიბერალური ღირებულებებით გამოირჩევა, რის გამოც, შესაძლოა, მისი კანდიდატურა სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც მისაღები გახდეს.
„ევროპარლამენტში მარინი სუპერვარსკვლავია, რომელსაც სკანდალები არ შეხებია და ასევე პოპულარულია საზღვარგარეთ, განსაკუთრებით უკრაინის შესახებ განცხადებების გამო“, – წერს ფინური მედია.
ფინეთის პრემიერს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.