მედიის ინფორმაციით, თურქეთში ფეთულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 134 პირი დააკავეს
თურქეთში ფეთულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 134 პირი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სპეცოპერაცია სტამბოლისა და ანკარას ხუთ უბანში ჩატარდა.
სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სტამბოლში დაკავებულთაგან 28 პირი პოლიციის აკადემიის სტუდენტი იყო, როდესაც ფეთულაჰ გიულენის ორგანიზაციაში გაწევრიანდა და დღემდე ინარჩუნებდნენ ორგანიზაციასთან კონტაქტს.
ანკარის პროკურატურის თქმით, დედაქალაქში დაკავებულ პირთაგან 78 კერძო სექტორში იყო დასაქმებული და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ორგანიზაციის საქმიანობაში.
ფეთულაჰ გიულენის ორგანიზაცია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ანკარა ორგანიზაციას 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.