მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა და ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელეკომპანია „სქაი ნიუსის“ ჟურნალისტი ჯო ფაიქი ბრიტანეთის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანელი ჟურნალისტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ასევე წერს, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დოკუმენტი ამ დროისთვის ხელმოწერილი არ არის.
პარალელურად სააგენტო „როიტერი“ ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირს და ბრიტანეთს შორის შეთანხმება გარდაუვალია და ამის შესახებ შესაძლოა 23 დეკემბერს გახდეს ოფიციალურად ცნობილი.