დონალდ ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაესწრება თუ არა მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს
დონალდ ტრამპი მოსკოვში დაგეგმილ აღლუმზე ვლადიმერ პუტინის მიწვევასთან დაკავშირებით ფიქრობს. ამის შესახებ ამერიკული მედია თეთრი სახლის ლიდერის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რუსეთის პირველი პირის მიპატიჟებას აფასებს, თუმცა მოსკოვში აღლუმი აშშ-ში პოლიტიკურ სეზონს ემთხვევა, ამიტომ დარწმუნებული არ არის, რომ მოსკოვში ვიზიტს შეძლებს.
თეთრი სახლის ადმინისტრაციამ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინისგან მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმზე დასასწრებად მოწვევა მიიღო.
თავის მხრივ, ცოტა ხნის წინ კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ მოსკოვს გამარჯვების აღლუმზე დონალდ ტრამპის დასწრების შესახებ ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღია.