თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში კვლავ სროლის ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ტელეგრამ არხებით ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, სროლის ხმა ისმოდა დასახლება კოლბასნასთან, სადაც სამხედრო საწყობებია განლაგებული. მათივე ცნობით, სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
დასახლება კოლბასნა რიბნიცკის რაიონში, უკრაინის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს.
შეგახსენებთ, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე 25 და 26 აპრილს აფეთქებებისა და სროლის ხმა რამდენჯერმე გაისმა. მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის შიგნით მოქმედი ძალები სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ. მომხდარის გამო, მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.