მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო სანქციებს ამზადებს
დიდი ბრიტანეთი ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო სანქციებს ამზადებს. როგორც „როიტერთან“ ინტერვიუში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, სანქციების დაწესება ე.წ. მაგნისტკის კანონის ფარგლებში იგეგმება.
მისივე თქმით, ლონდონი ამ საკითხზე ვაშინგტონთან და კანადასთან კოორდინირებულად მოქმედებს.
„ლუკაშენკოს თაღლითური ინაუგურაციის გათვალისწინებით, დავავალე შესაბამის ჯგუფს, მოამზადოს სანქციები იმ პირებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანამდე დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ მინსკში 23 სექტემბერს გამართულმა ინაუგურაციამ უფრო მეტად მოახდინა ლუკაშენკოს დისკრედიტაცია.