მედიის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადგენა 90 წუთში იქნება შესაძლებელი
დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის დადგენა 90 წუთში იქნება შესაძლებელი. საუბარია ახალ ტესტებზე, რომელთა გამოყენებაც მომდევნო კვირაში დაიწყება.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ახალ ტესტს სეზონური გრიპისა და კორონავირუსის გარჩევა იოლად და სწრაფად შეუძლია.
როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სიახლე სასარგებლო იქნება, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე. 500 000 ტესტი ხელმისაწვდომი გახდება როგორც ლაბორატორიებში, ისე ხანდაზმულთა სახლებში.
დღეს კორონავირუსის ტესტის შედეგები 24 საათში ხდება ცნობილი. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ამას ორი დღე სჭირდება.