მედიის ინფორმაციით, დანიამ და შვედეთმა საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსეთის ელჩები გამოიძახეს
დანიამ და შვედეთმა რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულეს. ორივე ქვეყნის მთავრობები აცხადებენ, რომ მათი საჰაერო სივრცე რუსულმა მზვერავმა თვითმფრინავმა დაარღვია.
მედიის ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით დანიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსეთის ელჩები გამოიძახეს. დანიის თავდაცვის სარდლობის ცნობით, რუსული მზვერავი თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში მცირე ხნით იმყოფებოდა და დანიის „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მაშინვე ჩაერიენ.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპე კოფოდმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად მიუღებელი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია არსებულ ვითარებაში.