მედიის ინფორმაციით, დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის გამო ირანმა შეირაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა
მედიის ინფორმაციით, დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის გამო ირანმა შეირაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა

ირანმა შეირაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. მიზეზი კი სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიბიესი“ ავრცელებს.

„სიბიესის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ირანი საპასუხო შეტევისთვის ემზადება, რაც გულისხმობს თავდასხმას დრონებისა და საკრუიზო რაკეტების გამოყენებით.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა პირველ აპრილს დამასკოში, ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, 2 აპრილს ირანის ხელისუფლებამ საჰაერო დარტყმაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა და საპასუხო ქმედების პირობა დადო. ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის თქმით, სირიაში ირანის საკონსულო განყოფილებაზე ისრაელის თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება.