მედიის ინფორმაციით, დაანონსებული ანტისამთავრობო აქციის გამო, მინსკის ქუჩებში სპეცტექნიკაა მობილიზებული
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაანონსებული ანტისამთავრობო აქციის გამო, მინსკის ქუჩებში სპეცტექნიკაა მობილიზებული.
ბელარუსის დედაქალაქში აქციების ფონზე დაკეტილია რამდენიმე მეტროსადგური, ხოლო ადგილობრივები მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ იუწყებიან.
ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელში გამარჯვებულადაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა.