მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი ბირთვულ საცდელ პოლიგონს გააუქმებს
მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი ბირთვულ საცდელ პოლიგონს გააუქმებს

ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი ბირთვულ საცდელ პოლიგონს გააუქმებს. პხუნგერის პოლიგონის დემონტაჟი 23-25 მაისს განხორციელდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ბირთვული საცდელი პოლიგონის დემონტაჟის ცერემონიაზე დასწრების უფლებას შემდეგი ქვეყნების ჟურნალისტებს მისცემს: რუსეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, აშშ და გაერთიანებული სამეფო.

როგორც ცნობილი გახდა, ცერემონიისთვის სპეციალური ჩარტერული რეისი დაინიშნება, რომელიც პეკინიდან ჩრდილოეთ კორეის ქალაქ ვონსანში ჟურნალისტებს ჩაიყვანს.