მედიის ინფორმაციით, სი ძინპინი ვიზიტით ამერიკაში ჩავიდა
მედიის ინფორმაციით, სი ძინპინი ვიზიტით ამერიკაში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკას ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტია აშშ-ში. სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სან ფრანცისკოში შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრებიან.

როგორც მანამდე ბაიდენმა განაცხადა, ამერიკა არ ცდილობს ჩინეთისგან დისტანცირებას, ცდილობს ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლას. „მიზანია, დავუბრუნდეთ კომუნიკაციის ჩვეულებრივ კურსს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.