მედიის ინფორმაციით, ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი მცირეწლოვანია მოკლული, კიდევ ოთხი დაშავებული
ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი მცირეწლოვანია მოკლული, – შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცულით შეიარაღებული 25 წლის მამაკაცი ქვეყნის სამხრეთით, სანტა-კატარინას შტატში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღს დაახლოებით დილის 09:00 საათზე დაესხა თავს. დაჭრილია ოთხი ბავშვი. საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, დაშავებულები სამ წლამდე ასაკის არიან.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
სანტა-კატარინას შტატის გუბერნატორმა მომხდარის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.