მედიის ინფორმაციით, ბერლინში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლეს
ბერლინში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული მოქალაქეების ნაწილი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ამასთან, პოლიციაში დააზუსტეს, რომ აქციაზე სულ დაკავებული იყო 365 ადამიანი. მათი ნაწილი მცირე ხნით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენიმე ადამიანი რჩება პოლიციაში.
სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, რომ გერმანიის დედაქალაქში მომხდარი შეტაკებების დროს დაშავდა ათი პოლიციელი. ერთ-ერთი მათგანი საავადყოფოში გადაიყვანეს.
გერმანული მედიის ცნობით, სულ ბერლინში გამართულ აქციაში 7 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათ უმრავლესობას არ ეკეთა პირბადე და არ იცავდა სოციალურ დისტანციას.
დემონსტრანტები აპროტესტებდნენ გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება გაფართოვდება, რათა მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების დაწესება უფრო იოლად შეძლონ.