მედიის ინფორმაციით, ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუშ უმცროსი მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტელეკამერების წინ ჩაიტარონ
ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუშ უმცროსი მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტელეკამერების წინ ჩაიტარონ.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცლებს.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა მოქალაქეების დასარწმუნებლად მიიღეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და სასარგებლოა.
შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი უკვე მიმდინაროებს და მოსახლობის აცრა სავარაუდოდ, დეკემრის ბოლომდე დაიწყება.