მედიის ინფორმაციით, „ატლეტიკო" „იუვენტუსთან" დიბალას შეძენაზე შეთანხმდა
მადრიდის “ატლეტიკომ” წინასწარ შეთანხმებას მიაღწია ტურინის “იუვენტუსიდან” პაულო დიბალას შეძენის თაობაზე.
მადრიდელები არგენტინელ შემტევს ანტუან გრიზმანის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც, დიდი ალბათობით, “ატლეტიკოს” ზაფხულში დატოვებს.
ესპანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანდრეა ბერტამ მოლაპარაკებები გამართა დიბალას ძმასთან და აგენტთან – გუსტავო დიბალასთან.
“ატლეტიკო” აპირებს, არგენტინელის გასაფორმებლად გრიზმანის გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად გამოიყენოს, – წერს გაზეთი Marca.
გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ გარიგებაში შეიძლება ჩართონ “ატლეტიკოს” მცველი სტეფან სავიჩი.
დიბალა “პალერმოდან” “იუვენტუსში” 2015 წლის ზაფხულში 40 მილიონ ევროდ გადავიდა. მისი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს.