მედიის ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის დროს შესაძლოა, სერგეი ლავროვი დონალდ ტრამპს შეხვდეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდეს. ინფორმაციას რუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 10 დეკემბერს ამერიკაში ჩადის, სადაც სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება. საუბრის თემები ორმხრივი ურთიერთობები, უკრაინა, სირიის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხები იქნება.