მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი 17 ნოემბერს ჩინეთის ლიდერს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 17 ნოემბერს ჩილეში, სავარაუდოდ ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „საუზ ჩაინა მონინგ პოსტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები ორმხრივ შეხვედრას აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ გამართავენ. მედიასაშუალება წერს, „თუ ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის“, დონალდ ტრამპი და სი ძინპინი შუალედურ სავაჭრო შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
გამოცემის წყაროს ცნობით, სავაჭრო საკითხებში აშშ-ისა და ჩინეთის ელჩები ამჟამად შეთანხმების ტექსტზე მუშაობენ და ორივე მხარე ოპტიმისტურად არის განწყობილი.