მედიის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ტრამპის მიერ დანიშნულ 56 პროკურორს თანამდებობის დატოვებას მოსთხოვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ტრამპის მიერ დანიშნულ 56 პროკურორს თანამდებობის დატოვებას მოსთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ტელეკომპანია „სი ენ ენ“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, „ სი ენ ენ“- ის ცნობით, შესაბამის მოთხოვნა არ შეეხება დელავერისა და კონექტიკუტის პროკურორებს, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მნიშვნელოვან საქმეებს იძიებდნენ.
საუბარია აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ვაჟ ჰანთერ ბაიდენის მიერ გადასახადების შესაძლო დამალვის საქმეზე და ტრამპისა და რუსეთის კავშირების გამოძიებაზე. ორივე ამ საქმეზე მომუშავე პროკურორი თანამდებობაზე დარჩება. როგორც იუწყებიან, პროკურორების შეცვლას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
ამ ეტაპზე სი-ენ-ენის ინფორმაციაზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში განცხადება არ გაუკეთებიათ.