მედიის ინფორმაციით, აშშ ღაზის სანაპიროზე პორტის აშენებას გეგმავს, რათა ზღვის გავლით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი
მედიის ინფორმაციით, აშშ ღაზის სანაპიროზე პორტის აშენებას გეგმავს, რათა ზღვის გავლით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი

აშშ ღაზის სანაპიროზე პორტის აშენებას გეგმავს, რათა ზღვის გავლით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი. ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ამის შესახებ ჯო ბაიდენი კონგრესში დაგეგმილ ყოველწლიურ მიმართვაში ისაუბრებს.

მათივე ცნობით, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ბაიდენი განაცხადებს, რომ მან დაავალა სამხედროებს, „განახორციელონ გადაუდებელი მისია ღაზაში პორტის შესაქმნელად, თანამოაზრე და ჰუმანიტარულ საკითხებში პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობით“.

ოფიციალური პირების განცხადებით, სამუშაოების დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

„ძალები, რომლებიც საჭირო იქნება ამ მისიის შესასრულებლად, ან უკვე არიან რეგიონში, ან მალე იქნებიან“, – განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ამასთან, პირველადი გადაზიდვები კვიპროსის გავლით განხორციელდება, ხოლო უსაფრთხოების საკითხები ისრაელთან იქნება კოორდინირებული.