მედიის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ აქციებზე 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „ოვდ-ინფოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
უფლებადამცველების შეფასებით, რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი აქცია ქალაქ უფაში გაიმართა, სადაც პოლიციელმა ქალს თავში ჩაარტყა. სანქტ-პეტერბურგში გამართულ აქციაზე კი სამართალდამცველებმა ელექტროშოკერი გამოიყენეს. ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაცია გაიმართა მოსკოვშიც.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 31 მარტიდან შიმშილობს. ის ითხოვს, რომ მასთან სამოქალაქო ექიმები დაუშვან, რაზეც ციხის ადმინისტრაცია უარს ამბობს.