მედიის ცნობით, ყირგიზეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა
ყირგიზეთმა უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ყირგიზეთის ბიურო ავრცელებს.
როგორც ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, წვრთნების ჩატარება 2022 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა.
როგორც მედიასაშუალება წერს, 14-17 სექტემბრამდე პერიოდში ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც ყირგიზეთის 63 და ტაჯიკეთის 41 მოქალაქე დაიღუპა.
მხარეებმა საბრძოლო მოქმედებების პროვოცირებაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.
ამის შემდეგ, ყირგიზეთის მთავრობამ მოუწოდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, საზღვარზე შექმნილი სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულიყო.