მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალ-ლიბერალური პარტია“ ლიდერობს
წინასწარი მონაცემებით, რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ლუდოვიკ ორბანის პარტია ლიდერობს.
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯერჯერობით საარჩევნო უბნებზე დაბალი აქტივობაა.
რუმინეთის მოქალაქეები 136 სენატორს და 329 დეპუტატს ირჩევენ.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ 2019 წლის ოქტომბერში ლუდოვიკ ორბანი პრემიერ-მინისტრად რუმინეთს მთავრობის ჩამოშლის შემდეგ დაინიშნა და ის სამპარტიულ კოალიციას ხელმძღვანელობდა.