წარმომადგენელთა პალატაში, შესაძლოა, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურის ფორმალურ დაწყებას ოთხშაბათს უყარონ კენჭი
წარმომადგენელთა პალატაში, შესაძლოა, ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურის ფორმალურ დაწყებას უყარონ კენჭი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობის თანაშემწეზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მოქმედების გეგმა ჯერ საბოლოოდ განსაზღვრული არ არის.
მანამდე ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კენჭისყრის დანიშვნის გეგმის შესახებ დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა. წარმომადგენელთა პალატა ხუთშაბათს სამი კვირით საშობაო შვებულებაში გადის. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები დემოკრატ პრეზიდენტს და მის ოჯახს ადანაშაულებენ არამართლზომიერი შემოსავლის მიღებაში პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან, რომლებშიც ბაიდენი, როგორც ვიცე-პრეზიდენტი მონაწილეობდა ობამას ადმინისტრაციის დროს. ასევე, ედავებიან იუსტიციის დეპარტამენტს ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის საქმის გამოძიებაში ჩარევაში. იუსტიციის დეპარტამენტი ბრალდებებს უარყოფს.
რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას ფლობენ.