რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის ხელმძღვანელობა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ხელმძღვანელს, გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვს ჩააბარა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, დვორნიკოვს აქვს სირიაში რუსული ოპერაციების წარმართვის დიდი გამოცდილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მცდელობის მიზნით მიიღეს.
დასავლური მედიის ცნობით, რუსეთისთვის ცხადი გახდა, რომ მცირე ზომის უკრაინული ქვედანაყოფები უფრო ჭკვიანურად მოქმედებენ, რის გამოც მოსკოვმა სარდლობის რეორგანიზაცია მოახდინა.