მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა უკრაინასთან „უმაღლეს დონეზე“ მოლაპარაკებისთვის
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა უკრაინასთან „უმაღლეს დონეზე“ მოლაპარაკებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია ჩინეთის ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაცია ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.
გავრცელებული ცნობით, სი ძინპინმა რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოლაპარაკების გზით დარეგულირებას მხარს დაუჭერს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავის მხრივ, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა „უმაღლეს დონეზე“ მოლაპარაკებისთვის.