მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეზე, იური უშაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს იქნება სამუშაო ვიზიტი. თავდაპირველად ვლადიმერ პუტინი საუდის არაბეთის პრინცთან გამართავს მოლაპარაკებებს, შემდეგ კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ვიმედოვნებ, მოლაპარაკებები, რომლებსაც ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, სასარგებლო იქნება“, – განაცხადა უშაკოვმა.
პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლოს 2019 წელს იმყოფებოდა.