მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში, სავარაუდოდ, 15-16 მაისს ჩავა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში 15-16 მაისს ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის თარიღი, შესაძლოა, შეიცვალოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჩინეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ეწვევა მას შემდეგ, რაც ის რუსეთის პრეზიდენტი მორიგი ვადით გახდა.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან მოლაპარაკებებისას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრებს.