მედიის ცნობით, ვიქტორ ორბანი, შესაძლოა, მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, შესაძლოა, მომავალ კვირაში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაში შეხვდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ორბანი უკრაინელ კოლეგას შეხვდება, რათა ნაბიჯი გადაიდგას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგებისთვის.
27-28 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დააანონსა. შეხვედრის ოფიციალურ მიზეზად კი დასახელდა ის, რომ უნგრეთი პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორბანი პარტნიორების, კერძოდ კი, იტალიისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რომლებიც მას არწმუნებდნენ, რომ უკრაინასთან მისი საჯარო კონფლიქტი გაჭიანურდა და დასრულების დრო დადგა.