მედიის ცნობით, ვენაში მოლაპარაკებებისას ირანის მიმართ სანქციების ნაწილობრივი მოხსნის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ვენაში, ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ირანის მიმართ სანქციების ნაწილობრივი მოხსნის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული.
ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ნავთობქიმიური პროექტების საინაუგურაციო ცერემონიაზე პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე პრინციპული შეთანხმებაა მიღწეულია.
მისი განცხადებით, მეორე მხარემ გადაწყვეტილება მიიღო ნავთობის, ნავთობქიმიკატების, გადაზიდვების, სადაზღვეო და საბანკო სექტორების მიმართ სანქციების მოხსნის თაობაზე.
ირანის ლიდერი იმედოვნებს, რომ საბოლოო შეთანხმების გასაფორმებლად მხარეებს შორის სხვა საკითხებზეც იქნება მიღწეული თანხმობა.
ირანის ატომური შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ავსტრიის დედაქალაქში უკვე ექვსი კვირაა, მიმდინარეობს. მასში ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. მხარეები შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების საკითხზე და ირანის მიმართ სანქციების მოხსნის თაობაზე მსჯელობენ.