მედიის ცნობით, ვარშავაში მასობრივი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
მედიის ცნობით, ვარშავაში მასობრივი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ვარშავაში ანტისამთავრობო აქციაზე 300 000-დან 500 000-მდე ადამიანი შეიკრიბა, – ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც მედია წერს, ეს ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი აქციაა, რაც პოლონეთში გამართულა.

პოლონური მედიის ცნობით, აქცია დაიწყო როზდროჟას მოედანზე და დასრულდა ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერის, დონალდ ტუსკის გამოსვლით, რომელმაც განაცხადა, რომ სურს „თავისუფალი, კანონმორჩილი, უსაფრთხო, პატიოსანი, სუფთა და მწვანე პოლონეთი“.

დემონსტრაციები გაიმართა სხვა დიდ ქალაქებშიც, განსაკუთრებით მასობრივი იყო კრაკოვსა და შჩეცინში.

მედიის ცნობით, ეს აქცია არის ოპოზიციის აშკარა მცდელობა, გააერთიანოს თავისი მხარდამჭერები შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის.