მედიის ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ნავთობის ბაზას თავს დაესხნენ
მედიის ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ნავთობის ბაზას თავს დაესხნენ.
უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა მესამედ მიიტანეს იერიში როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოშატინსკის ნავთობგადამამუშვებელ ქარხანაზე. როგორც როსტოვის ოლქის გუბერნატორი იუწყება, იერიშის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. ტელეგრამარხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ადგილზე გაჩენილი ხანძარი ჩანს. წინასწარი ინფორმაციით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
უკრაინელები ბოლო რამდენიმე თვეში მესამედ დაესხნენ თავს ამ ქარხანას. წინა დარტყმები მათ მარტსა და აპრილში განახორციელეს. ამასთან, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ხუთ ივნისს უკრაინული დრონებით იერიში ასევე მიიტანეს სტაროსკოლსკის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობბაზაზე. ამ დარტყმის შედეგად ნავთობის ერთ-ერთ რეზერვუარში ცეცხლი გაჩნდა.
ცნობისთვის, ოფიციალურად კიევს ჯერ არ დაუდასტურებია, რომ რუსეთის ნავთობის ობიექტებს თავს ესხმის.