მედიის ცნობით, უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა ხომალდმა ოდესა დატოვა
უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა ხომალდმა ოდესა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტოები ავრცელებენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჰულუსი აკარმა საკოორდინაციო შტაბის ფარგლებში რუსეთის, უკრაინისა და გაერო-ს წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკება, რა დროსაც პირველი გემის პორტიდან გასვლის დრო შეათანხმეს.
როგორც ცნობილია, უკრაინული ხორბლის ექსპორტის განახლების შესახებ შეთანხმება გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის 22 ივლისს გაფორმდა.
თურქეთში ვარაუდობენ, რომ უკრაინული ხორბლით დატვირთული პირველი გემი თურქეთში 2 აგვისტოს ჩავა, საიდანაც ლიბანში გაემგზავრება.