უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ აშშ-ის კონგრესში კენჭისყრა, შესაძლოა, 4 დეკემბერს ჩატარდეს
უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ აშშ-ის კონგრესში კენჭისყრა, შესაძლოა, 4 დეკემბერს ჩატარდეს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
როგორც მედია წერს, სენატის უმრავლესობის ლიდერი, დემოკრატი ჩაკ შუმერი გეგმავს კენჭისყრას უკრაინისა და ისრაელისთვის მილიარდობით დოლარის დახმარების თაობაზე.
მედიის ცნობით, შუმერი ზეწოლას ახდენს კანონმდებლებზე, რათა შეთანხმდნენ საზღვრის უსაფრთხოების პოლიტიკაზე, უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარებასთან ერთად.
„ისეთ ავტოკრატებს, როგორებიც არიან პუტინი ან სი ძინპინი, ახლა ისე არაფერი გაახარებს, როგორც იმის დანახვა, რომ აშშ მერყეობს უკრაინელი ხალხისა და მისი სამხედროების მხარდაჭერაში. ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის ან ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას, ეს ეხება ამერიკის უსაფრთხოებას, რადგან შეუჩერებელი პუტინი იქნება უფრო მეტად გაბედული პუტინი“, – აღნიშნავს შუმერი.
ამასთან ერთად, შუმერმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სენატორები გამართავენ ბრიფინგს უკრაინის შესახებ.