მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩერის ლავრაში ერთ-ერთ ღვთისმსახურთან ჩხრეკას ატარებს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩერის ლავრაში ერთ-ერთ ღვთისმსახურთან ჩხრეკას ატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედიას სამართალდამცველებმა განუცხადეს, უსაფრთხოების სამსახური ატარებს ჩხრეკას სასულიერო პირთან, რომელიც „დადგმულ საპროტესტო აქციებს კოორდინირებდა ლავრის ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების დროს“.
2022 წლის პირველ დეკემბერს კიევ-პეჩერის ლავრა ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც მონასტერი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში. 2023 წლის მარტში კი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიას აცნობეს ტაძრის იჯარის ხელშეკრულების ანულირების შესახებ, თუმცა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ლავრის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ.