მედიის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს დონეცკის ოლქის სოფელ ლასტოჩკინოდან, რომელიც ავდეევკიდან ექვს კილომეტრში მდებარეობს
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელ ლასტოჩკინოდან, რომელიც ავდეევკიდან ექვს კილომეტრში მდებარეობს, უკან დაიხიეს.
უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ ლასტოჩკინოდან გასვლა ორლოვკა-ბერდიჩის დასახლებების ხაზის გასწვრივ თავდაცვის ორგანიზებისა და მტრის შემდგომი წინსვლის აღკვეთისთვის მოხდა.
„მტრის ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი ქვედანაყოფები აქტიურად იცავენ თავს, მოქმედებენ მანევრირებულად, ავდეევკა-მარინკის მიმართულება რჩება ყველაზე ცხელ ზონად. ავდეევკის მიმართულებით ჩვენმა ჯარებმა მოიგერიეს მტრის 25 შეტევა, მარინკაში – 40. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო დღეებში“, – განაცხადა ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ტავრიის“ სპიკერმა, დიმიტრი ლიხოვიმ.