მედიის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში უპილოტო თვითმფრინავების ასაწყობი და ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები დაბომბეს
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში უპილოტო აპარატებით უპილოტო თვითმფრინავების ასაწყობი ქარხანა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს.
უკრაინული მედია წერს, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ოპერაცია უკრაინიდან ათასი კილომეტრის დაშორებით განახორციელა. უკრაინული უპილოტო აპარატები თავს დაესხნენ „შაჰედის“ ტიპის კამიკაძე აპარატების ასაწყობ ქარხანას, რომელსაც რუსები „გერნა 2“-ს უწოდებენ.
პარალელურად, რუსული მედია წერს, რომ თათრეთში უპილოტო თვითმფრინავები თავს დაესხნენ საწარმოებს ელაბუგსა და ნიჟნეკამსკში, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.
უკრაინული მედია ასევე წერს, რომ ნიჟნეკამსკში სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო, სადაც თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.