თურქეთში სამართალდამცველებმა დააკავეს 147 ადამიანი, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილი
თურქეთში სამართალდამცველებმა დააკავეს 147 ადამიანი, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სოციალურ ქსელში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი ერლიკაია წერს, სპეცოპერაცია ერთდროულად თურქეთის 30 პროვინციაში ჩაატარეს. მისივე თქმით, დაკავებულთა ერთი ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძოდა სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო მეორე ნაწილი ტერორისტულ დაჯგუფებას აფინანსებდა.