მედიის ცნობით, თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში ქურთი მებრძოლების ბაზები დაბომბეს
თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში ქურთი მებრძოლების ბაზები დაბომბეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ბაზებს კავშირი ჰქონდათ, სტამბოლში 13 ნოემბერს განხორციელებულ ტერაქტთან, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვრპლა და 81 დაშავდა.
თურქეთი აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას სწორედ ქურთების მუშათა პარტიასა და სირიელ ქურთებს აკისრებს, თუმცა ორივე დაჯგუფება ტერაქტთან რაიმე კავშირს უარყოფს.
სირიის დემოკრატიული ძალების განცხადებით, თურქულმა მოიერიშეებმა სირიის ჩრდილოეთში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ორი დასახლება დაბომბა. ამ ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.