მედიის ცნობით, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ საუდის არაბეთის წინააღმდეგ ირანიდან მომავალი საფრთხით შეშფოთებულია
ამერიკის შეერთებული შტატები საუდის არაბეთის წინააღმდეგ ირანის მხრიდან მომავალი საფრთხით შეშფოთებულია და აუცილებლობის შემთხვევაში მას უპასუხებს, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შესაბამისი განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.
„შეშფოთებულები ვართ საფრთხის სურათით. მუდმივ კონტაქტზე ვართ საუდის არაბეთის სამხედრო და დაზვერვის არხების საშუალებით. ჩვენ არ ვიყოყმანებთ, რომ ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესების და რეგიონში პარტნიორის დასაცავად“, – განაცხადეს თეთრ სახლში.
აღნიშნული განცხადება თეთრ სახლში მას შემდეგ გაკეთდა, რაც „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საუდის არაბეთმა აშშ-ს დაზვერვის მონაცემები მიაწოდა, სადაც ირანის მხრიდან საუდის არაბეთზე თავდასხმის სამზადისზეა საუბარი.