მედიის ცნობით, „თალიბანი“ ამნისტიას აცხადებს ავღანეთის ყოფილი ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსნის მიმართ და ირწმუნება, რომ მათ შეუძლიათ ავღანეთში დაბრუნება
ორგანიზაცია „თალიბანი“ ამნისტიას აცხადებს ავღანეთის ყოფილი ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსნის მიმართ, მათ შორის პრეზიდენტ აშრაფ ღანის და ირწმუნება, რომ მათ შეუძლიათ ავღანეთში დაბრუნება და ცხოვრება.
აღნიშნულის შესახებ პაკისტანურ ტელევიზია Geo TV-სთან ინტერვიუში „თალიბანის“ წარმომადგენელმა ხალილ ურ-რაჰმან ჰაქანიმ განაცხადა.
ჰაქანის თქმით, „თალიბანსა“ და ყოფილ პრეზიდენტ აშრაფ ღანის შორის „მტრობა“ არ არსებობს და ზოგადად, ავღანეთში მცხოვრებ ყველა ეროვნებას შეუძლია ქვეყანაში მშვიდად ცხოვრება.