მედიის ცნობით, ტაივანის პრეზიდენტმა უმასპინძლა ამერიკულ „არაოფიციალურ“ დელეგაციას, რომელთა შორის ტრამპის მრჩეველი სტივენ ჰედლი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი იყვნენ
ტაივანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, უილიამ ლაიმ ამერიკულ „არაოფიციალურ“ დელეგაციას უმასპინძლა.
დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი სტივენ ჰედლი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი და ტაივანში ამერიკული ინსტიტუტის პრეზიდენტი ლორა როზენბერგი.
როგორც მედია წერს, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
„მადლობელი ვარ აშშ-ის მხრიდან ტაივანის დემოკრატიის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ამერიკელთა ვიზიტი ადასტურებს აშშ-სა და ტაივანს შორის მჭიდრო და სტაბილური პარტნიორობის ფაქტს“, – განაცხადა უილიამ ლაიმ.