მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სანქტ პეტერბურგში ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო დღის წესრიგი განიხილეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სანქტ პეტერბურგში ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო დღის წესრიგი განიხილეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
როგორც სააგენტო „ტრენდი“ წერს, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა არაფორმალური იყო. მათი საუბარი სანქტ პეტერბურგში დსთ-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დროს გაიმართა.
ფაშინიანის ალიევთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიც.