მედიის ცნობით, სირიის დატოვების შესახებ აშშ-ის გეგმით ისრაელი უკმაყოფილოა
სირიის დატოვების შესახებ აშშ-ის გეგმა ისრაელის უკმაყოფილებას იწვევს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაძაბული სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ ტრამპს უთხრა, რომ სირიიდან ამერიკელი სამხედროების გასვლა ისრაელის მტრებს, ირანს და მასთან დაკავშირებულ სუბიექტებს გააძლიერებს.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელს მხარდაჭერა დაუდასტურა.
ორი ლიდერი ირანის გავლენის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდა. დონალდ ტრამპმა სირიიდან ჯარების გაყვანის განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა გადაწყვეტილება შეაცვლევინეს.