მედიის ცნობით, სირიაში აფეთქებების ხმა ისმის
მედიის ცნობით, სირიაში აფეთქებების ხმა ისმის

სირიაში აფეთქებების ხმა ისმის, – ინფორმაციას ამის შესახებ სირიულ მედიაზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, სირიის საჰაერო თავდაცვა აქტიურად იგერიებს თავდასხმებს ქალაქ ჰამაში.

სირიული მედია წერს, რომ თავდასხმას ისრაელი ახორციელებს. ისრაელის მხარეს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.